png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საპარტნიორო ფონდს ახალი ხელმძღვანელი ყავს

  • ეკონომიკა
  • 23.09.2015
  • 16:53
საპარტნიორო ფონდს ახალი ხელმძღვანელი ყავს

საპარტნიორო ფონდს ახალი ხელმძღვანელი ყავს. დავით საგანელიძე მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც თავის მხრივ საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს უხელმძღვანელებს.

„დარწმუნებული ვარ, დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს თავის ცოდნას და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის წარდგენისას განაცხადა.
"მინდა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ დავით საგანელიძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, რადგან ყველა იცნობს. პირველ რიგში ის არის გამოცდილი პლიტიკოსი, პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენი ლიდერი პარლამენტში. სამწუხაროდ, ახლა პარლამენტს დაემშვიდობა და მუშაობას გააგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ბატონ დავითს, გარდა იმისა, რომ გახლავთ პროფესიით ექიმი, აქვს ეკონომისტის და იურისტის განათლებაც. რაც მთავარია, მას აქვს მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. თავის დროზე დავით საგანელიძე იყო საქართველოში პირველი სამედიცინო კორპორაციის დამფუძნებელი, ასევე ერთ-ერთი მსხვილი ქართულ-ბრიტანული ერობლივი კორპორაციის პრეზიდენტი. ამავე დროს, წლების განმავლობაში მუშაობდა ორ უმსხვილეს ბანკში - "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და "თიბისი ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრად. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, დავით საგანელიძე თავის ცოდნას და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს საპარტნიორო ფონდს. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, სერიოზული ხედვები ამ ფონდის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge