png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საიდუმლო შესყიდვების რეფორმა თავდაცვის სამინისტროში

  • თავდაცვა
  • 18.11.2015
  • 15:35
 საიდუმლო შესყიდვების რეფორმა თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და საჯაროობის გაზრდა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, თავდაცვის უწყებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების საიდუმლო შესყიდვების განხორციელების რეფორმა დაიწყო, რომელიც გამჭვირვალობისა და მაღალი კონკურენტუნარიანი, თანაბარი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

დღეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საიდუმლო შესყიდვების რეფორმის შესახებ ინფორმაცია საქართველოში არსებული საიდუმლოებაზე დაშვების მქონე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, საიდუმლო სამშენებლო შესყიდვების ახალი მექანიზმის საშუალებით ყველა დაინტერესებული მხარე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ღია და საჯარო ინფორმაციას მიიღებს და  საიდუმლო შესყიდვის კუთხით ყველა კომპანიას თანაბარი შესაძლებლობა ექნება. 

დავით ებრალიძემ აქამდე არსებული მექანიზმი ახალ ინიციატივასაც შეადარა და მის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი: „შესაძლოა გამარჯვებული ერთი კომპანია ყოფილიყო და კონტრაქტი  მეორესთან დადებულიყო. ეს იყო სრულიად არატრანსპარანტული და არასამართლიანი მექანიზმი. ახლა ჩვენ შევცვალეთ ეს მექანიზმი და საიდუმლო სამშენებლო შესყიდვები ზუსტად იგივე პრინციპით მოხდება, როგორიცაა ღია ტენდერები www.spa.ge-ზე. მოხდება ვაჭრობა და გამოვლინდება  გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება კონტრაქტი. ხოლო რაც საიდუმლო დოკუმენტაციაა, ის საიდუმლო კომუნიკაციით მოხდება. საიდუმლოობასაც არავითარი პრობლემა არ ექნება, არ დაირღვევა საიდუმლოობის თემა და ამავდროულად, მთელი ეს პროცესი ძალიან ღია და ტრანსპარანტული იქნება. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი შესყიდვებში.“

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბევრი მათგანი მიესალმა თავდაცვის სამინისტროს ახალ რეფორმას საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით და საკუთარი რეკომენდაციებიც წარმოადგინა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge