png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს, ჩემი ბრძოლა არ შეწყდება - სააკაშვილი

  • მსოფლიო
  • 05.01.2018
  • 17:34
მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს, ჩემი ბრძოლა არ შეწყდება - სააკაშვილი

თუ ოლიგარქები ერთიანდებიან, ჩვენც უნდა გავერთიანდეთ - პატიოსანი ადამიანები, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

,,არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მახსენდება მაგალითი, როდესაც პრეზიდენტს ამის გამო განაჩენი გამოუტანეს. ამ წლების განმავლობაში ისინი ეძებდნენ ჩემს ოფშორებს, საიდუმლო ანგარიშებს, ქონებას. მათ ვერაფერი იპოვეს, ვინაიდან ეს ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რაც ხდება ოლიგარქების გარიგებას წარმოადგენს. 

„მინდა ვუთხრა ივანიშვილს და პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს. ჩემი ბრძოლა არ შეწყდება რაც არ უნდა გააკეთოთ, რა საქმეც არ უნდა შეთითხნოთ. თქვენ არ იცით ბრძოლა პოლიტიკურ ველზე, რადგან თქვენ არ გიყვართ საკუთარი ხალხი. მე კი მიყვარს ხალხი. მიყვარს უკრაინელი ხალხი, მიყვარს ქართველი ხალხი. თქვენ გსურთ საკუთარი ოპონენტები მოიშოროთ, როგორც პუტინმა მოიშორა ნავალნი, როგორც ივანიშვილმა მოიშორა ყოფილი პრემიერ- მინისტრები, როგორც იანუკოვიჩმა მოიშორა იულია ტიმოშენკო. თუ ოლიგარქები ერთიანდებიან, ჩვენც უნდა გავერთიანდეთ- პატიოსანი ადამიანები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთანავე ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 5 თვის ვადით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge