სატვირთო გემი რუსულ სადესანტო ხომალდ Ямал-ს დაეჯახა
- მსოფლიო
- 10.01.2018
- 17:19
როდოსის სანაპიროსთან სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი რუსულ სადესანტო ხომალდ Ямал-ს დაეჯახა. ინფორმაციას სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარში სიერა-ლეონეს გემს ადანაშაულებს, რომელიც ეგვიპტიდან თურქეთში მიცურავდა. შოიგუს უწყების მტკიცებით, გეგმმა რუსული ხომალდისთვის გადასწრება სცადა, რა დროსაც ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.