png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს თავდაცვის უწყებას სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრი ესტუმრა

  • თავდაცვა
  • 20.11.2015
  • 15:08
 საქართველოს თავდაცვის უწყებას სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრი ესტუმრა

სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყებას სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრი ესტუმრა. კევინ ბაფორდმა თავდაცვის უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და სსიპ-ებში მომუშავე სპეციალისტებს ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარა.

სტუმარმა სემინარის მონაწილეებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური დახმარების სისტემა გააცნო. სემინარის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში სუიციდისა და სუიციდის პრევენციის, ასევე, პოსტტრავმული სტრესის, დეპრესიის, თავის ტვინის დაზიანებებისა და ტრავმული შემთხვევების თემებზე იმსჯელეს. ტრენინგზე ასევე ისაუბრეს ფარმაკოთერაპიაზე, შფოთვით აშლილობებზე, ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე კვების გავლენასა და ძილის აქტივობაზე. აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა უმასპინძლა.

დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სიხარულიძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კევინ ბაფორდმაც.

„ჩვენი ვიზიტის მიზანია, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ არსებული სისტემა, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მიმართულებით. აქ ყველა ძალიან დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ორი წელია არსებობს, უკვე ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩატარებული. ჩვენ ვუერთდებით ინიციატივა „მხარი მხარს“ და მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს“,- განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge