png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 21.11.2015
  • 12:56
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. ღონისძიების გახსნამდე, თინათინ ხიდაშელი კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა  რუსეთის პოლიტიკა იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრით დაიწყო ვიზიტი, რომელზეც ერთადერთი განსახილველი თემა იყო რუსეთი და მისი ქმედებები. ევროპაში პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ შექმნილ ფონზე,  მთავარი საკითხი რაზეც თავდაცვის მინისტრები, კონფერენციის გახსნამდე, დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით და ვსაუბრობთ ეს არის, სწორედ,  რუსეთის თემა, რაც  ძალიან ბევრის მთქმელი და მანიშნებელია. უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელსაც სკეპტიკოსები გამოთქვამენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამ კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს დადასტურდება კონფერენციის ღია სხდომებზე და უკვე დადასტურდა კიდეც, სწორედ, იმ ფაქტით, რომ კონფერენციის დაწყებამდე მთავარი საკითხი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს, რაზეც გვინდა რომ შევჩერდეთ და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არის რუსეთი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

 

 

                                            

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge