png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რა ძირითადი მიმართულებებით უნდა განვითარდეს აჭარის რეგიონი?

  • ეკონომიკა
  • 24.09.2015
  • 14:39
 რა ძირითადი მიმართულებებით უნდა განვითარდეს აჭარის რეგიონი?

რა ძირითადი მიმართულებებით უნდა განვითარდეს აჭარის რეგიონი, აღნიშნულ საკითხზე კვლევის პრეზენტაციას „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG“- გამართავს. PMCG-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს აჭარის მთავრობის შენობაში, ორი მიმდინარე პროექტის ფარგლებში სამუშაო სემინარი გაიმართება.

შეხვედრის მიზანია აჭარის მთავრობას, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს წარედგინოს აჭარის რეგიუნული და სოფლად განვითარების შესაფასებლად ჩატარებული ანალიზის ძირითადი მიგნებები, ასევე, დისკუსიისა და განხილვის შედეგად ჩამოყალიბდეს აჭარის სოფლად და რეგიონული განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიის კონტექსტური ანალიზი ხორციელდება პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის მიერ GIZ-ის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით რეგიონული განვითარების სტრატეგიისთვის საჭირო ინფორმაციისა და მონაცემთა არხების იდენტიფიცირებას; აჭარის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სხვა რეგიონული უწყებების სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და სტრატეგიის შემუშავების ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მოდელის განსაზღვრა.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითრების 2016-2021 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ახორციელებს PMCG კვლევითი ცენტრი UNDP-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია აჭარის სოფლად განვითრების ხედვის, პრიორიტეტებისა და შედეგების განსაზღვრა. სოფლად განვითარება ემსახურება კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ტყის სექტორებში; გარემოსა და სოფლების მიწების გაუმჯობესებას; პოტენციალის შექმნა ადგილობრივების დასაქმებისათვის; ცხოვრების დონის ამაღლება სოფლად; ეკონომიკის დივერსიფიკაციას.

პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა. მათი მონაწილეობით შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი (არასასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და სერვისები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ტყე, საცხოვრებელი გარემო, დასაქმება და კვალიფიკაცია). ჯგუფების აქტიური მუშაობით მომზადდა არსებული მდგომარეობის პირველადი ანალიზი. პი ემ სი კვლევითი ცენტრმა, ასევე, მოამზადა წინადადებები აჭარაში სოფლად განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ინსტიტუციონალიზაციისათვის და მომზადებული სტრატეგიის აჭარის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტად გადასაქცევად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge