png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო უკვე არის ერთი წლის წინ შექმნილი ანტიტერორისტული კოალიციის წევრი - თინათინ ხიდაშელი

  • კომენტარები
  • 29.11.2015
  • 16:15
საქართველო უკვე არის ერთი წლის წინ შექმნილი ანტიტერორისტული კოალიციის წევრი - თინათინ ხიდაშელი

„ტელეკომპანია“ იმედის პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტის შეკითხვას, გახდება თუ არა საქართველო იმ ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, რომლის წევრად, შესაძლოა, რუსეთის ფედერაცია მოგვევლინოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა:

„საქართველო ერთი წლის წინ შეუერთდა ანტიტერორისტულ კოალიციას. საფრანგეთის ტერაქტამდე ბრიუსელში სინაგოგებზე თავდასხმები და მსგავსი ამბების მთელი სერია იყო... თქვენ მაშინ უნდა მკითხოთ, აპირებთ თუ არა ამ კოალიციიდან გასვლას, იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ შეხვალ იქ, სადაც უკვე ხარ. არავითარ ახალ კოალიციაზე საუბარი არ არის. ერთი წლის წინ რუსეთს არავინ ელაპარაკებოდა. ამ ფონზე რუსეთი ჩავიდა სირიაში, მოქმედებს სირიაში. რუსეთმა საკუთარი თავი აქცია მოცემულობად იმისთვის, რომ სირიასთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილებების მიღების დროს გადაწყვეტილების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ, საქართველო, ვამბობთ, რომ თუკი მოიძებნება რამე საშუალება, რომ რუსეთი იყოს არა პრობლემის შემქმნელი, არამედ, პრობლემის მომგვარებელი, ამას მხოლოდ მივესალმებით და მსოფლიო თანამეგობრობას ყველანაირად მხარს დავუჭერთ, თუმცა ამ გზაზე, ჩვენ გამოვთქვათ სკეპტიციზმს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გერმანიიდან ჩაერთო და ტელეარხს აქტუალურ თემებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა. თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ის უკვე შეხვდა გერმანელ კოლეგას და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს. თინათინ ხიდაშელი ბერლინში გამართულ შეხვედრებს ძალიან პოზიტიურსა და იმედისმომცემს უწოდებს.

„გერმანია საქართველოს მეგობარი და პარტნიორია და მზად არის ჩვენს ქვეყანას ნებისმიერი ტიპის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს“,- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge