png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ კონფერენცია გამართა

  • ბიზნესი
  • 02.05.2018
  • 13:56
 გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ  კონფერენცია გამართა

„გალტ & თაგარტმა“ ტურიზმის სექტორის შესახებ გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. „გალტ & თაგარტი“-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდნენ - ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები.  

„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევაში, დეტალურად არის განხილული ტურისტული ინდუსტრიის საკვანძო საკითხები - ვიზიტორების დინამიკა, ტურისტული ბუმის მიზეზები, განთავსების ობიექტების დინამიკა, ტურისტულ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ყურადღება არის გამახვილებული ტურიზმის რიგ მიმართულებებზე, სადაც ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები და მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის მიხედვით  ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს  საქართველოს 3.5 მლნ ტურისტი ეწევია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა  2.8 მლრდ აშშ დოლარი შადგინა.

„გალტ & თაგარტის“ კვლევაში საუბარია, პროგნოზებზე მომავალი წლების განმავლობაში, მათ შორის აღნიშნულია, რომ წელს შესაძლოა საქართველოს 4,2 მლნ ტურისტი ეწვიოს, 2022 წლისთვის კი ქვეყანამ 7,6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, რომლის მთავარი თემა უახლოესი 5 წლის მანძილზე 7 მილიონი ტურისტის მასპინძლობა და  მათი  დახვედრის მზაობა გახლდათ.

„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს  სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ აღიქვამს  ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს  კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობს მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების მიმართულების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ  ვებგვერდს: www.gt.ge

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge