png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა

  • ბიზნესი
  • 29.05.2018
  • 13:43
„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა

„დაემშვიდობე ბანკს“  სფეისის, ფულის მართვის აპლიკაციის კამპანიის დასაწყისია, რომელიც ხაზს უსვამს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივების აუცილებლობას.

პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

სფეისის პირველადი ვერსიით უკვე შესაძლებელია დისტანციურად, მობილურ აპლიკაციაში: 

  • დარეგისტრირდეთ და გახსნათ საბანკო ანგარიში
  • მიიღოთ სფეის ბარათი უფასოდ კურიერის მეშვეობით ნებისმიერ მისამართზე, საქართველოს მასშტაბით
  • აიღოთ სესხი მყისიერად, დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ყველანაირი დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე
  • გადარიცხოთ ფული 24/7-ზე, ნებისმიერ ბანკში მობილური ტელეფონით, ან მესენჯერით: whatsapp-ით , facebook-ით, viber-ით
  • მართოთ სხვა ბანკების ბარათები, ამისთვის არ არის აუცილებელი სფეისის ანგარიშის ქონა
  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და შეავსოთ მობილურის ბალანსი

სფეისის ერთ-ერთი ძირეული განმასხვავებელი მახასიათებელი მისი უნიკალური დიზაინია, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური მიდგომით.

„სფეისში გვჯერა, რომ მომავალი უკვე დადგა. თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ცვლიან ჩვენს ქცევებს და გვიმარტივებენ სერვისის მიღებას. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველდღიურ ბანკინგს საქართველოში სჭირდებოდა გამარტივება და შევქმენით სფეისი - პირველი, სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელიც შეცვლის ჩვენი ფულის მართვის მიდგომებს“, - სფეისის პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა გურგენიძე.

„სფეისის შექმნის იდეა 1 წლის წინ თიბისის გუნდის რამდენიმე წევრს გაუჩნდა და ბანკმა მათ მხარი დაუჭირა ამ იდეის განხორციელებაში. ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლის ქცევის ცვლილება დიდი გამოწვევაა საბანკო ბაზარზე. ამ გამოწვევის მიღება და გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტის შექმნის ხელშეწყობაც, ჩვენი აზრით, დროულია. სფეისი დამოუკიდებელი ბრენდია და მჯერა, რომ ის  ყოველდღიური საბანკო მომსახურების სფეროში ბევრი სიახლის მიზეზი გახდება“,  - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.

სფეისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე - 2 711 711.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია www.space.ge.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge