png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანა დოლიძე თურქეთის შეიარაღებული ძალების აკადემიას ეწვია

  • თავდაცვა
  • 02.12.2015
  • 16:37
 ანა დოლიძე თურქეთის შეიარაღებული ძალების აკადემიას ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აკადემიების სარდლობას ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა შეიარაღებული აკადემიების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ თაჰირ ბექიროღლუსთან, შეიარაღებული ძალების მართვისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ალი აქიურექთან და იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც აკადემიაში სწავლობენ. შეხვედრას  საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები -  ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა და ვიცე-პოლკოვნიკი რევაზ ნიკოლეიშვილი დაესწრნენ.  

გენერალ-ლეიტენანტ თაჰირ ბექიროღლუსთან შეხვედრისას მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეთანხმდნენ, რომ სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების მიზნით პროფესორ-მასწავლებლებისა და მსმენელების გაცვლით პროგრამასაც აამოქმედებენ.

ბრიგადის გენერალმა ალი აქიურექმა ქართულ მხარეს  თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მართვისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიის ფუნქციონირების, მიზნების, ამოცანების და სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  აკადემიაში მიმდინარე კურსის სემინარსაც დაესწრო.

თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აკადემიების სარდლობა  თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს სამხედრო-საგანმანათლებლო ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მართვისა და ადმინისტრირების აკადემიებს, ასევე სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს.  სამხედრო-საგანმანათლებლო ცენტრი თურქეთის რესპუბლიკის საშუალო და უმაღლესი დონის სამეთაურო რგოლის მომზადებაზეა პასუხისმგებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge