png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება

  • კულტურა
  • 25.09.2015
  • 08:35
თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება

დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება.  ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

18:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „გილგამეში“, ხოლო 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელი სპექტაკლს „ქალაქი“ იხილავს.

კომპოზიტორ ტომას კრჟიჟანოვსკის მიუზიკლი „გილგამეში“, რომელიც  პოლონური  თეატრის „ქორეას“ მიერ იქნება წარმოდგენილი, უძველესი ეპოსის ორიგინალური, მუსიკალური ვერსიაა. ეს არის ეპიკური პოემის - „გილგამეშის“ მიხედვით შექმნილი პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებულია მივიწყებული აქადური ენის ხმოვანებით და ძველი  შუმერების იდუმალებით მოცული კულტურით. წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელი ისმენს ლეგენდარული მეფის - გილგამეშის ამბავს, რომელიც ცდილობს ამოიცნოს უკვდავების საიდუმლო. ნაწარმოებში  თანამედროვე მუსიკის ელემენტები ერწყმის ახლო და შორეული აღმოსავლეთის მუსიკალურ ტრადიციებს. პოლიფონიური კომპოზიციები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ   მითიურ სახეებს, რომელთაც  მაყურებელი  შორეულ და მივიწყებულ სამყაროში გადაყავთ - სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებით.   

რეჟისორ ამიტ ულმანის სპექტაკლი „ქალაქი“ პირველი ებრაული მიუზიკლია, რომელშიც ებრაული რეპ მუსიკაა გამოყენებული. სპექტაკლი დეტექტივ ჯოს ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც სარა ბენეტი დაიქირავებს თავისი დაკარგული დის მოსაძებნად. მიუხედავად კრიტიკოსთა რადიკალურად განსხვავებული შეფასებებისა, ეს არის უწყვეტი მუსიკალური რბოლა სცენაზე, რომელიც მუსიკალურად ვიქტორ ჯონსონის ანსამბლმა შექმნა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge