png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გენერალ-მაიორმა აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი მოინახულა

  • თავდაცვა
  • 03.12.2015
  • 15:42
გენერალ-მაიორმა აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი მოინახულა

საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერაა. ამ მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ბატალიონის ოფიცრის, უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე ნატროშვილის ოჯახი მოინახულა. გმირულად დაღუპული სამხედროს მშობლებმა - ნათელა და გიორგი ნატროშვილებმა გენერალური შტაბის უფროსს თანადგომისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და გარდაცვლილი შვილის ჯილდოები დაათვალიერებინეს.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე ნატროშვილის საფლავზეც იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ მიაგო პატივი 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ სამხედროს და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც მამა ნოდარმა გადაიხადა. საფლავზე იმყოფებოდნენ ასევე გარდაცვლილი სამხედრო მშობლები და ახლობლები, გურჯაანის რაიონის გამგებელი გია გერგიძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

„ყოველთვის მძიმეა ასეთ ადგილზე მოსვლა. თუმცა, ძალიან ამაღლებული გრძნობაც გვაქვს. ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გააჩნდათ ცხოვრებაში, ქვეყნის საკეთილდღეოდ დადეს. ალექსანდრე იყო მზვერავი და ვაჟკაცურად გაწირა თავი ქვეყნისთვის. მისი მშობლები საოცარი ხალხია, ნამდვილი გმირის მშობლები არიან. ამხელა დანაკარგის მიუხედავად, ძალიან ვაჟკაცურად, მხნედ დგანან ფეხზე და სხვებს მოუწოდებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურისთვის,“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროს საფლავზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა აღმართული. სოფელ ვაჩნაძიანში ალექსანდრე ნატროშვილის სახელობის ქუჩაც არსებობს.

უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე ნატროშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი და მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge