png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბათუმში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 25.09.2015
  • 10:08
ბათუმში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში ახალი მასშტაბური პროექტის, მულტიფუნქციური კომპლექსის პრეზენტაციას დაესწრო. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ოპერატორ კომპანიასთან შემდგომში ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

პროექტ „თეთრი იალქნების“ მშენებლობას შპს „ეიერ-მერიდიანსი“ ახორციელებს. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტში 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სასტუმროების გარდა აქ აშენდება არანაკლებ 6 აპარტ-ოტელი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, მოეწყობა არანაკლებ 13 000 (ცამეტი ათასი) კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა და ავტოსადგომი.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მე-2 კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი მაჩვენებლებია, იზრდება ინვესტიციების მოცულობა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. „შესაბამისად, ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს ახალი პროექტები და ინვესტიციები“, - აღნიშნა მინისტრმა.

პროექტის მიმდინარეობისას რეგიონში იქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი - მშენებლობის პროცესში მინიმუმ 300 ადამიანი დასაქმდება, კომპლექსის ამოქმედების შემდეგ კი ობიექტზე 250 ადამიანი. დასაქმებულთა არანაკლებ 80%-ი საქართველოს მოქალაქე იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge