png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

  • მედიცინა
  • 17.01.2019
  • 14:19
საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

წითელას შემთვევბი სერიოზულად იზრდება, გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება, ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი.

„წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ​დაავადებულების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, 56 პროცენტი 20-40 წლის ადამიანებზე მოდის, რვა პროცენტი 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე. 

„გასულ წელს 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 35 გარდაცვალებით დასრულდა. წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართება იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება ან არ გაუკეთებიათ აცრა. აცრის ან დაავადების გადატანის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი და დიდი ალბათობით 97-98 პროცენტს წითელა მეორედ არ ემართება. საქართველოში ​დაავადებულების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, 56 პროცენტი 20-40 წლის ადამიანებზე მოდის, რვა პროცენტი 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე. სავარაუდოდ მათ დედებს აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, იმუნიზაციის გარეშე წითელას შეჩერება ვერ მოხერხდება.

„ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კახეთსა და იმერეთში  განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი.

„დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge