png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია

  • თავდაცვა
  • 28.01.2019
  • 12:53
2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს დღეს სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ლევან იზორიას თქმით, წელს მთავარი პრიორიტეტი ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე თავდაცვის ძალების ორგანიზება იქნება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მარტის თვეში საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვა. 

 “2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება, რაც გულისხმობს მთლიანი რესურსების  ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის ამოცანების განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს უფრო ინტენსიურ უწყებათა შორის თანამშრომლობას. უკვე დაანონსდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, ეს დინამიკა არის მართლაც შეუქცევადი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ასევე მისი თქმით, თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება. „ვისაც ადრე უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, სხვადასხვა ლოკაციაზე უწევდა მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. შესაბამისად, პირს, რომელიც საბრძოლო მომზადებას გაივლის, შესაძლებლობა ექნება, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონული პრინციპის მიხედვით გავშალეთ და ახლა დოკუმენტების წარდგენა ექვს ადგილზე იქნება შესაძლებელი. მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge