png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვაზიანის პოლიგონზე 51-ე ბატალიონის საველე სწავლება გაიმართა

  • თავდაცვა
  • 11.12.2015
  • 15:53
 ვაზიანის პოლიგონზე 51-ე ბატალიონის საველე სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მესამე ასეულმა ერთთვიანი საველე-ტაქტიკური მეცადინეობა დაასრულა. დასკვნით წვრთნაში 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სიტუაციურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს ჯარისკაცებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან ისროლეს. 51-ე ბატალიონის მესამე ასეული დასკვნით სწავლებაში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს СПГ-9-ებითა და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებით იყო გაძლიერებული.

სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებას ბატალიონისა და ბრიგადის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა, შეფასდა ამოცანების შესრულების ხარისხი.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთთვიანი მომზადების ფარგლებში სხვადასხვა სახის სწავლება გაიარეს. მომზადების პირველი ეტაპი სამხედროებს ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე ჩაუტარდათ. წვრთნების დროს სამხედროებმა საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება, ასევე კავშირგაბმულობა, ტოპოგრაფია და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეისწავლეს.

51-ე ბატალიონის მესამე ასეული ბოლო ქვედანაყოფია, რომელმაც ასეულის შემადგენლობით აღნიშნული ტიპის სწავლება გაიარა. საჩვენებელი სწავლებით 51-ბატალიონის ასეულების მომზადება დასრულდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge