png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით იტალიაში, უპიცინგის კოშკში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

  • კულტურა
  • 14.12.2015
  • 16:33
 თიბისი ბანკის მხარდაჭერით იტალიაში, უპიცინგის კოშკში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

თიბისი ბანკისა და თიბისი არტ გალერეის მხარდაჭერით, იტალიაში, პიზის პროვინცია კალჩინაიაში, უპიცინგის კოშკში, საერთაშორისო არტ-პროექტის -Vico Vitri Arte  ფარგლებში, მულტიმედია არტპროექტის „ჩემი სახლი“ პრეზენტაცია შედგა.

 

პროექტი სპეციალურად  უპიცინგის კოშკში გამოსაფენად შეიქმნა და აერთიანებს  6 თანამედროვე,  ქართველი მხატვრის  ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე მამია მალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილისა  და ლევან დადიანის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

  ნამუშევრები ერთმანეთისგან აბსოლუტურად  განსხვავდება, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ - თითოეული მათგანი ქართული კულტურის, მენტალიტეტის და „ჩვენი სახლის“ ჩვენების მცდელობაა.  

  „ჩემი სახლის“ ფარგლებში   რამდენიმე უცხოელი ავტორის  მიერ  ხევსურეთსა და სვანეთში შექმნილი პროექტებიც გამოიფინა. „ჩემი სახლის“  ავტორი  ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა.  

  პროექტის დასახელება - ”ჩემი სახლი” შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათა გაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება  ქართული კულტურა. 

  იტალიაში საერთაშორისო არტ-პროექტი  -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლის განმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტები იღებენ. ყოველწლიური Vico Vitri Arte  საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზეა ქართული პროექტი საგანგებოდ მიწვეული.

  „ჩემი სახლი“ იტალიელ დამთვალიერებელს  26 დეკემბრამდე ელოდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge