png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე - სტოლტენბერგი

  • თავდაცვა
  • 25.03.2019
  • 16:11
ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე - სტოლტენბერგი

ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

„ვიცი, რომ მსახურობთ თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ის სამუშაო, რომელსაც ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გვეხმარებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთში ვართ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. როდესაც დავიწყეთ ჩვენი მისია ავღანეთში 2001-2002 წლებში, ავღანეთს აკონტროლებდა „თალიბანი“, ავღანეთი იყო უსაფრთხო ადგილი ტერორისტებისთვის, ჩვენ ვხედავდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც ავიწროებდა ავღანეთის მოსახლეობას.

ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა, თუმცა ვიცით, რომ დღეს ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი „ალ-ქაიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე და ამიტომ ალიანსის ყველა წევრის, პარტნიორი ქვეყნებისა და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს თავის ქვეყანაში უფრო მშვიდობიანად ცხოვრობს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული სამსახურისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც ალიანსისთვის გააკეთეთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge