png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი ალბანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 17.12.2015
  • 13:05
თინათინ ხიდაშელი ალბანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ნიკო ფელეშმა განაცხადა, დადგა დრო, მხარეებმა მეტ თანამშრომლობასა და საერთო პრობლემებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებაზე იზრუნონ.

„ჩვენ საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი გვაქვს - საქართველო და ალბანეთი „ევროპული ოჯახის“ წევრები უნდა გახდნენ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების ყველა სავარაუდო სფერო განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიცე-პრემიერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ალბანეთის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს 13 მიმართულებით აძლიერებს, ალბანეთი საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულების ექსპერტიზით ეხმარება.

ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა, გადაწყდა, რომ ალბანეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მონაწილეობასა და როლს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ალბანეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰალილ ჰისენისაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა გზა და საშუალება უნდა მოისინჯოს, რადგან ეს იქნება ხიდი ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის, ეს ხიდები კი საერთო პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივი წარმატებისა და გამარჯვებების რეალურ შანსს მოგვცემს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge