png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აჭარის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგია უკვე მზადაა

  • ეკონომიკა
  • 25.09.2015
  • 14:36
აჭარის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგია უკვე მზადაა

აჭარის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგია უკვე მზადაა. სტრატეგიაზე ”პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG”-ის ექსპერტებმა იმუშავეს.

როგორც სტრატეგიის პრეზენტაციაზე გაირკვა, 2016-2021 წლების სტრატეგიის პირველ ნაწილში გაანალიზებულია აჭარის სოფლად განვითარების არსებული მდგომარეობა და მოცემულია ინდიკატორები. დოკუმენტი მოიცავს სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო კოორდინაციის, შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმებს; აგრეთვე, ინსტიტუციებს, რომელთა არსებობაც ხელს შეუწყობს სტრატეგიის განხორციელებას.

სტრატეგიის ცალკეული ნაწილების მოსამზადებლად გაიმართება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. სტრატეგიის შესამუშავებლად გამოყენებული იქნება არსებული კვლევები და დოკუმენტები. სტრატეგიის მომზადებული ნაწილები განხილული იქნება დაინტერესებულ მხარეებთან და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან. ხედვა და სტრატეგიული მიმართულებები შემუშავებული იქნება აჭარლების მოსაზრებებსა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. სამუშაო გეგმაში აჭარის არ-ის სტრუქტურების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო ორგანიზაცების პროექტების გარდა გათვალისწინებული იქნება დონორი ორგანიზაციების, ბიზნესისა და არაკომერციული ორგანიზაციების პროექტები.

სოფლად განვითარების ცნებამ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს აღიარებული განმარტება ევროკავშირის პროგრამის LEADER მიდგომას ემთხვევა. ამ უკანასკნელზეა აგებული აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგიაც, რომელიც განსხვავებულ მიდგომებს ითვალისწინებს ვიდრე ადგილობრივი და რეგიონური განვითარების სტრატეგიები.

როგორც PMCG-ში აცხადებენ, აჭარის მოსახლეობა მცირდება 1989 წლის შემდეგ. მოსახლეობის შემცირება გამოწვეულია, როგორც დემოგრაფიული ფაქტორებით, ისე მოსახლეობის ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციით. აჭარის 333 სოფელში ავტონომიური რესპუბლიკის 96.6% ტერიტორიაზე მოსახლეობის 44.5% ცხოვრობს. აჭარის მოსახლეობა სოფლად 1989 წლის აღწერასა და 2015 წლის 1-ელ იანვარს შორის 9.2%-ით არის შემცირებული. სოფლის ტერიტორიებზე მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე მაღალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია - 145 კაცი 1კვ.კმ.-ზე, ხოლო დანარჩენ მუიციპალიტეტებში ეს მაჩვენებელი 65-ზე ნაკლებია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge