png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრემიერმა მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისას მძიმედ დაშავებულ ივერი ბუაძეს ბინა გადასცა

  • თავდაცვა
  • 16.07.2019
  • 12:36
პრემიერმა მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისას მძიმედ დაშავებულ ივერი ბუაძეს ბინა გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს ბინა გადასცა.

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ივერი ბუაძის გმირობას და მის ოჯახს გმირის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა მომავალი თაობები მათი თავდადების მაგალითებზე აღიზარდონ.

"ივერი არის თანამედროვეობის ნამდვილი ქართველი გმირი. მან ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას, გადაარჩინა ჩვენი სამი ჯარისკაცი და მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები. ექიმებმა გერმანიასა და ამერიკაში შეძლეს შეუძლებელი და ივერი დღეს ჩვენს გვერდით არის. ის არის გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, რომელმაც საკუთარი ბრძოლით დაამტკიცა, რომ საქართველო დიდი და ძლიერი ხალხის სამშობლოა. ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ახლად აშენებული ბინის კეთილმოწყობა შემოდგომისთვის დასრულდება.

ივერი ბუაძემ, ოჯახთან ერთად, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის სიახლოვეს მოტორიზებული პატრულის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. ივერი ბუაძემ თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედროს გადარჩენა შეძლო, რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის".

თავდაპირველად, იგი სამკურნალოდ ავღანეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში, მკურნალ ექიმთან ერთად, 11 ივლისს დაბრუნდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge