png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

25 დეკემბერს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

  • კულტურა
  • 21.12.2015
  • 12:43
25 დეკემბერს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან,  „სოლიდარობის ფონდის“ დირექტორ მარიამ ჯაშთან და მუსიკოს ვახტანგ კახიძესთან   ერთად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერადდაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 დეკემბერს,ჯანსუღკახიძისსახელობისთბილისისმუსიკალურ ცენტრშიგაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“ და მოხმარდება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და მხარს უჭერს ფონდს მეტი რესურსის მობილიზებაში, რათა მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.

„კონცერტის ორგანიზებაში, ისევე როგორც სხვა ღონისძიებებში, აქტიურად ჩავერთეთ,  რათა ჩვენი წვრილი შევიტანოთ და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან ერთად თითოეული ადამიანი ჩაერთოს ვისაც შეუძლია,  რომ ერთის მხრივ გარკვეული თანხა გაიღოს და მეორეს მხრივ ისიამოვნოს იმ შესანიშნავი პროგრამით, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ არის მომზადებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამით ერთის მხრივ წინასაახალწლო განწყობას შევიქმნით და ასევე ვიქნებით უფრო მეტად კმაყოფილები, რადგან  ჩვენს წვლილს შევიტანთ დამატებით ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლის გადარჩენაში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორგანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. საახალწლო კონცერტზე შესრულდება ბახის ნაწარმოებები.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge