png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანი სირაძე ახალ წელს ახალი სიმღერით ხვდება

  • ეს საინტერესოა
  • 21.12.2015
  • 15:19
ანი სირაძე ახალ წელს ახალი სიმღერით ხვდება

მომღერალ ანი სირაძეს ახალი წელი განსაკუთრებულად უყვარს. უყვარს წინასაახაწლო მზადება, ახალი ნივთების შეძენა და ცდილობს, რომ ყოველ ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდეს.

სულ ახლახანს, მომღერალმა ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც მის ბებიას ეთერ ჭელიძეს ეკუთვნის. სიმღერს სახელწოდებაა „საშობაო ზღაპარი“, რომლის პრემიერაც სულ მალე რადიო „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში შედგება.

როგორია ანი სირაძის წინასაახალწლო მზადება, როგორი იყო მისთვის 2015 წელი და რას ელოდება ახალი 2016 წლისგან, ამ და სხვა საინატერესო დეტალებზე „პრაიმნიუსჯორჯიას“ ანი სირაძე ესაუბრება.

ანი სირაძე:

  • ვერ ვიტყოდი, რომ 2015 წელი ჩემთვის განსაკუთრებულად კარგი იყო, თუმცა ცუდიც არ ყოფილა.
  • როგორი მოლოდინი გაქვს ახალი 2016 წლისგან?
  • კარგი და დადებითი. ველოდები ბევრ საინტერესო, კარგ ამბებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ახალი 2016 წელი, ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წელი.
  • ახალი წლის ტარდიციებზე რას გვეტყვი?
  • გამოკვეთილი ტრადიცია არ მაქვს, რადგან ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე სახლში ვერასდროს ვხვდები ახალ წელს, თუმცა მეკვლედ ერთიდაიგივე ადამიანი მყავს და მინდა გითხრათ, რომ კარგად მყავს დაცდილი.
  • შენ თუ იქნები წელს ვინმეს მეკვლე?
  • შეგნებულად არ ვარ, არავის მეკვლე.
  • რატომ?
  • ზოგადად მეკვლე ისეთი თემაა, რომ როგორ ფეხზეც შეხვალ ოჯახში მთელი წელი ისე გაგრძელდება, ამიტომ ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე.
  • ახალი წლის ღამეს სურვილებს თუ ჩაუთქვამ და აგსრულებია თუ არა ის?
  • სხვათაშორის კი ამსრულებია, რადგან იმდენად მიყვარს ახალი წელი, რომ ჩემთვის არის ეს ჯადოსნური ღამე, ამიტომ მჯერა, რომ რასაც ჩაიფიქრებ ის აუცილებლად აგისრულდება.
  • ანი, როგორც ვიცი ახალ წელთან დაკავშირებით ახალი სიმღერაც ჩაწერე
  • დიახ, სულ ახლახანს ჩავწერე, ჩემი ბებიის ეთერ ჭელიძის სიმღერა, რომელიც ახალ წელზეა. სიმღერა თანამედროვე ვარიანტში გავაკეთე, რომლის ლექსიც ქალბატონ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. ძალიან პოზიტიური სიმღერა გამოვიდა და მინდა, რომ ასეთი პოზიტივით შევხვდე ახალ 2016 წელს.
  • სიმღერას რა ქვია?
  • „შობის ზღაპარი“.
  • პირველად სად გააჟღერებ ამ სიმღერას?
  • ამ სიმღერის პრემიერა რადიო „არ დაიდარდოში“ შედგება და შესაბამისად, პირველად სწორედ მაშინ მოისმენს საზოგადოება.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge