png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა

  • თავდაცვა
  • 23.12.2015
  • 11:25
ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა

საქართველოს ეროვნულ გვარდიას 25 წელი შეუსრულდა. გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა. საზეიმო ღონისძიება თელავის დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში სამხედრო ორკესტრის გარდა ანსამბლი „ქართველები“ და ცნობილი ქართველი აკორდიონისტი ვანიანო ხაჩიძე მონაწილეობდნენ. დასს დირიჟორობას კაპიტანი კობა მერმანიშვილი უწევდა. საიუბილეო ღონისძებას ეროვნული გვარდიის სარდალი ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ადგილობრივი მოსახლოება ესწრებოდნენ. ღონისძიების დაწყებამდე, დარბაზში მყოფმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული 600 გვარდიელის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. საღამოზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. სამხედრო ორკესტრმა აკორდეონისტ ვანიანო ხაჩიძესთან ერთად ასტორ პიაცოლას კომპოზიცია „ობლივიონი“ და „ლიბერტანგო“ შეასრულა. სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მსმენელს ფარელ უილიამსის „Happy” და ერიკ ვითექერის „Equus“ წარუდგინა. გვარდიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღესვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ვიცე-პოლკოვნილი მამუკა ცხვედიანი, მაიორი ზურაბ სიდამონიძე და მაიორი მევლუდ ასლანიშვილი სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს გვარდიის შესახებ სპეციალური ფილმის ჩვენება მოეწყო. ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge