png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი სტუდენტებს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 24.12.2015
  • 14:42
თინათინ ხიდაშელი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ , ამერიკის განვითარების სააგენტოა და, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის - „ახალგაზრდები უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში 10 სტუდენტი სამინისტროს საქმიანობას გაეცნო და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თინათინ ხიდაშელს პირადად შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ახალგაზრდებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედროებზე, ტერორიზმის სავარაუდო საფრთხეებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

„სტუდენტებთან საუბარი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ ჯგუფთან საუბარი, რადგან მათი უმრავლესობა პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები არიან. ვფიქრობ, მისასალმებელია ამ ახალგაზრდების სურვილი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კამპანიაში. მათ აქვთ სურვილი, საკუთარ სოფლებში მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ მიმდინარე პროცესების შესახებ. სურთ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან. ჩვენ მათთან ერთად რამდენიმე შეხვედრა დავგეგმეთ კახეთის რეგიონში, მათ შორის პანკისის ხეობაში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით, ჩვენი საგარეო პოლიტიკითა და შეიარაღებული ძალებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სტუდენტებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამუშაო გარემო დაათვალიერეს. ახალგაზრდები ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამუშაო სპეციფიკა და პრიორიტეტები გააცნეს. ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებს და პირდაპირი კომუნიკაციის გზით ნებისმიერ კითხვაზე, კომპეტენციის ფარგლებში, მიაწვდის საჭირო ინფორმაციას.
აღნიშნული პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით ნატოსა და ევროკავშირზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge