png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ჩვენი ამოცანაა, შეიარაღებული ძალები სრულფასოვნად ვაქციოთ ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებად“ - თინათინ ხიდაშელი

  • თავდაცვა
  • 28.12.2015
  • 17:20
„ჩვენი ამოცანაა, შეიარაღებული ძალები სრულფასოვნად ვაქციოთ ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებად“ - თინათინ ხიდაშელი

„ჩვენი ამოცანაა, შეიარაღებული ძალები სრულფასოვნად ვაქციოთ ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებად“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოდერნიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული.

„ჩვენი ამოცანაა, შევასრულოთ პირობა, რომელიც დავდეთ რამდენიმე ათეული წლის წინ, რომ შეიარაღებულ ძალებს სრულფასოვნად ვაქცევდით ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალებად. ამაში ჩვენი პარტნიორების უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. სწორედ, ამ პროგრამის ნაწილია ის სწავლებები, რომლებიც 2016 წელშია დაგეგმილი. საქართველოში ამ მასშტაბის სწავლებები არ ყოფილა იმ ტიპის ტექნიკის გამოყენებით, რომლებზეც ამჟამად თანხმობა გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან, იმ რაოდენობის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მაისში და ივლისში ჩამოვლენ საქართველოში და რეალურად, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც 27 აგვისტოს გაიხსნა, დაიწყებს თავისი ფუნქციის გამართლებას და სწავლებების ციკლი აქტიურ და ინტენსიურ ფაზაში გადავა ამ ბაზაზე, სწორედ, ამ კონკრეტული საშუალების გამოყენებით,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთ პილოტურ პროექტზე - საჯარო შენაერთებში განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ეს მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საჯარისო შენაერთში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge