png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თადაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

  • თავდაცვა
  • 25.12.2019
  • 12:57
თადაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის როლი ხაზგასმით აღნიშნა.

მან თურქულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თურქეთის ჩართულობაზე და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა თურქულ მხარესთან გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება თურქეთის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონი თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge