png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

როგორ მოვემზადოთ კორონავირუსის პანდემიისთვის

  • მედიცინა
  • 26.02.2020
  • 11:45
როგორ მოვემზადოთ კორონავირუსის პანდემიისთვის

ახალი კორონავირუსი COVID-19 - გლობალური გამოწვევაა, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.  ცალკეულმა პირებმა, კომპანიებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა ვირუსისგან თავდაცვის მასშტაბები გაზარდონ და მოემზადონ პანდემიისთვის.

პანდემიისთვის მზადება უნდა განხორციელდეს სამი მიმართულებით:

-აუცილებელია ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაინფიცირდეს;

- საგანგებო შემთხვევებში, სახლის პირობებში აუცილებელია მოვიმარაგოთ პირველადი საჭიროებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთები.

- აუცილებელია აღიკვეთოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევები ან მინიმუმამდე შემცირდეს.

რომელი ზომები დაგვიცავენ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციებისგან?

შეინარჩუნეთ დისტანცია დაავადებულების მიმართ (ერთიდან ორ მეტრამდე).

რეგულარულად და კარგად დაიბანეთ ხელები (სულ მცირე 20 წამის განმავლობაში).

მოერიდეთ ჩახუტებას და ხელის ჩამორთმევას.

გამოიმუშავეთ თავდაცვის რეფლექსები: ლიფტის გამოძახებისას ღილაკს დააჭირეთ იდაყვი და არავითარ შემთხვევაში-  თითი.

მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებს. განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები.

ნაკლებად შეეხეთ თქვენსა და თქვენი მეგობრების, ახლობლების სახეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არ შეეხოთ თითებით პირის ლორწოვან ღრუს, თვალებსა და ცხვირს.

აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიცვით ხელთათმანები, შეცვალეთ ან გარეცხეთ ის ყოველდღიურად.

დაახვეელთ არა ხელებში, არამედ მკლავებში.

დაუყოვნებლივ გადაყარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცები.

დამცავი ნიღბები ჯანმრთელ ადამიანს სრულყოფილად ვერ იცავენ. სუნთქვის გამო ნიღბები ნესტიანდება, ამიტომ 20 წუთის შემდეგ ის გამოუსადეგარია. ამიტომ თქვენზე მეტად მნიშვნელოვანია ნიღბები სამედიცინო პერსონალს ეკეთოს.

რამდენად დაგვეხმარება ეს ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტაში?

კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. ვირუსის გავრცელება ხდება ყელში. იქიდან ვირუსი დაცემინების ან დახველების დროს,  შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე ფილტვებიდან. ამგვარად ვირუსი COVID-19, შესაძლოა ისევ აღმოჩნდეს ზედაპირზე, რომელიც კონტაქტით, ან ხელის შეხებით, შესაძლოა, სხვა ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს.

როგორ მოვემზადოთ პანდემიისთვის?

ეპიდაფეთქების დროს, შესაძლოა, პროდუქტების მაღაზიებში შეიქმნას დეფიციტი, შეეცადეთ მოიმარაგოთ აუცილებელი პროდუქტები და ნივთები, რათა საგანგებო შემთხვევაში სახლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გახვიდეთ.

აუცილებლობის შემთხვევაში სახლში უნდა გქონდეთ წამლების ერთი თვის მარაგი. მოიმარაგეთ არამალფუჭებადი კვების პროდუქტები. წინასწარ მოიფიქრეთ როგორ დაეხმაროთ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს. თქვენი დახმარება განსაკუთრებით დასჭირდებათ ხანდაზმულებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.

 წინასწარ ორგანიზება გაუკეთეთ დაავადებული ბავშვების მოვლის რეჟიმს.

მიიღეთ ზომები იმისთვის, რომ შეძლოთ ოჯახის დაავადებული წევრების მოვლა, ისე რომ თქვენ თავად არ დაინფიცირდეთ.

 როგორ დავეხმაროთ საზოგადოების წევრებს?

 რაც უფრო ბევრი ადამიანი ცდილობს მიიღოს სიფრთხილის ზომები, მით უფრო მეტად იგრძნობა ერთიანობის ძალა. პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19-ით გამომწვევი დაავადება, იძენენ გამაღიზიანებლის საწინააღმდეგო იმუნიტეტს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ სახლი და დაეხმაროთ სხვებს, მაგალითად ამანათების გადაცემის ან პროდუქტების შეძენაში.

 როგორ უნდა მოიქცნენ დამსაქმებლები?

მათ შეუძლიათ უზურუნველყონ იზოლირებული მუშაობა ან სამუშაოს შესრულება სახლიდან. განსაკუთრებით დაავადებულმა და რისკის ჯგუფში მყოფმა თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ სახლიდან. თანამშრომლები, რომლებიც სასუნთქი გზების მწვავე სიმპტომებით ხასიათდებიან (მაგალითად ხველებით, ან სუნთქვის უკმარისობით), ასევე ისინი, რომლებიც დღის განმავლობაში დაავადების ნიშნებს ავლენენ, დაუყოვნებლივ უნდა მოაცილოთ კოლეგებს და გაგზავნოთ სახლში.

კომპანიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ სამუშაო კაბინეტები კარგად განიავდეს, ასევე რეგულარულად შეიცვალოს სავენტილაციო დანადგარებში ფილტრები.

აუცილებლად დაცული უნდა იყოს ჰიგიენის წესები - კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საპონი, ქაღალდის ხელსახოცები, ცხვირსახოცები და კლავიატურის სადეზინფექციო ხსნარები.

ოთახები რეგულარულად უნდა დასუფთავდეს, მაგიდის ზედაპირები კი სველი ტილოთი გაიწმინდოს.

ჯანმრთელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებული ოჯახის წევრები ჰყავთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომპანიის ხელმძღვანელობას.

როგორ უნდა მოვიქცეთ მივლინებისა და სხვაგან გამგზვარების შემთხვევაში?

დამსაქმებლები და თანამშრომლები კარგად უნდა გაეცნონ უახლეს რეკომენდაციებს დანიშნულების კონკრეტული ადგილის შესახებ.

კომპანიებმა თავიანთ თანამშრომლებს უნდა ურჩიონ გამგზავრების წინა გაიარონ გამოკვლევა და ავადმყოფობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში.

თუ თანამშრომელი მივლინების დროს დაინფიცირდება, მან აუცილებლად უნდა აცნობოს თავის ხელმძღვანელობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge