png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები

  • მედიცინა
  • 16.11.2020
  • 18:04
Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები

კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელი კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინის შემუშავების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კომპანიის პრეზიდენტი, სტეფან ჰოგი აცხადებს, რომ მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი დამაიმდებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

მისივე განცხადებით, ვაქცინის დასამტკიცებლად მოთხოვნას უახლოეს მომავალში წარადგენენ, რათა მისი გამოყენება უახლოეს კვირებში გახდეს შესაძლებელი.

Moderna-ს ვაქცინა 30 000-ზე მეტ ადამიანზე ორჯერ გამოსცადეს. კვლევაში მონაწილე მოხალისეების ნახევარს ვაქცინა 4-კვირიანი ინტერვალით გაუკეთეს, ხოლო დანარჩენს პლაცებო. საერთო რაოდენობიდან 95 მოხალისეს კორონავირუსი დაუდგინდა. 95 მოხალისიდან 90-ს პლაცებო ჰქონდა მიღებული, ხოლოდ 5-ს ვაქცინა.

როგორც Moderna-ში აცხადებენ, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ, ვაქცინის 20 მლნ დოზა აშშ-ში დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი. მათივე გეგმის მიხედვით, მომავალ წელს 1 მლრდ დოზის დამზადებას ვარაუდობენ, რაც მთელ მსოფლიოში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

გასულ კვირას, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge