png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

  • თავდაცვა
  • 05.12.2020
  • 19:02
პრეზიდენტმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ კონტინგენტს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა, კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

,,მოგესალმებით, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თქვენი გაცილება. დიდი პატივია, რადგან, თქვენ იქ თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ.

ის შეფასება, რაც ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიორებისგან, ნატოს პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებითაა. თქვენი რეპუტაცია ჩვენი ძველი, ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციაა, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ!

დღეს მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა - პანდემიის გამოწვევის წინაშე, და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ.

მინდა, გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში და თქვენს ოჯახებში. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას: თქვენც და ჩვენც, და ვიცი, რომ თქვენი მისია წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!“, - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გაცილების ცერემონიაში მონაწილეობისათვის.

,,მინდა წარმატებები გისურვოთ იმ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამოცანის შესარულებაში რომლისთვისაც თქვენ მიემგზავრებით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 1999 წლიდან ღირსეულად და ამაყად ასრულებდენ ყველა იმ ამოცანას, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, რომელიც აქამდე მათზე იყო დაკისრებული და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვეთაგანიც წარმატებული იქნებით", - განაცხადა მათიაშვილმა.

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge