png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდის ენაზე გამოიცა

  • კულტურა
  • 14.12.2020
  • 14:54
"ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდის ენაზე გამოიცა

შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდის ენაზე გამოიცა. "ვეფხისტყაოსნის" თარგმნის და ჰინდის ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.

ჰინდის ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონალინ გაიმართა. როგორც ელჩმა პრეზენტაციაზე განაცხადა, "ვეფხისტყაოსნის" ჰინდი ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია, აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.

"2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა - საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, "ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი.

ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში და ასევე, ვულოცავ ყველას, ამ ისტორიული პროექტის წარმატებით დასრულებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ლიტერატურის ფესტივალის დირექტორებს, რომ საშუალება მოგვცეს წარვადგინოთ ეს ეპიკური პოემა საქართველოდან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყო", - განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge