png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი მარსის ორბიტაზე გავიდა

  • ეს საინტერესოა
  • 09.02.2021
  • 23:08
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი მარსის ორბიტაზე გავიდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავტომატურმა პლანეტთაშორისო სადგურმა Al Amal-მა (იმედი) 500 მლნ კმ გადალახა და მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა. იუწყება ქვეყნის კოსმოსური სააგენტო.

მარსისკენ ფრენისას კოსმოსურ აპარატზე ჩართული იყო დამამუხრუჭებელი ძრავები, რომელთა მუშაობაც 27 წუთს გაგრძელდა, რათა შეენელებინა სიჩქარე 121 ათას კმ/სთ-დან 18 ათას კმ/სთ-მდე და შესულიყო გრავიტაციულ ზონაში.

სადგურის გაშვება განხორციელდა 20 ივლისს იაპონიის ტანეგასიმის კოსმოსური ცენტრიდან იაპონური რაკეტა-მატარებლის H-IIA-ს მეშვეობით.

აპარატი, რომელიც მარსის ელიპტურ ორბიტაზე 40 ათასი კმ სიმაღლეზე განთავსდება, განკუთვნილია კლიმატისა და პლანეტის ატმოსფეროს ქვედა ფენების შესასწავლად. ის აღჭურვილია სამი კამერით, რომელიც დააკვირდება მარსის ატმოსფეროს ინფრაწითელი და ულტრაისფერი ხილული დიაპაზონებით.

Al Amal-ი პირველად წარმოაჩენს მარსის ატმოსფეროს სრულ სურათს. მთავარი ამოცანაა, გამოვლინდეს ძალები, რომლებიც მარსის კლიმატს განსაზღვრავენ. მისია დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საამიროები მეხუთე ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის აპარატმაც მარსამდე მიაღწია.

მისია, რომელიც 200 მლნ დოლარად არის შეფასებული, არაბთა გაერთაინებული საამიროების დაარსებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge