png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

14 ივლისი ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა

  • კულტურა
  • 14.07.2021
  • 13:56
14 ივლისი ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა

ცნობილი მწერალი ვაჟა ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში, პატარა ქვითკირის სახლში.

ვაჟა რვა წლამდე იზრდებოდა მამის – სოფლის მღვდლის, და დედის – გულქანის  წვრილშვილიან ოჯახში.

ის სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.1877-1879 წლებში – თბილისის სამასწავლებლო ისტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ კი – გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა.

ერთხანს სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო, მაგრამ ხელმოკლეობის გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით – ხნავდა, თესავდა, უვლიდა საქონელს და… ფშავის ზამთრის გრძელ ღამეებში წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა „დროებაში“.

პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა” – 1880 წელს („ივერია”, №4); პირველი ლექსი „მეომარი” – 1881 წელს („იმედი”, № 3-4); პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ – 1881 წელს („დროება”, №184).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება – ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: „ალუდა ქეთელაური” (1888), „ბახტრიონი” (1892), „სტუმარ-მასპინძელი” (1893), „გველის მჭამელი” (1901) და სხვ.
ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: „შვლის ნუკრის ნაამბობი” (1883), „ხმელი წიფელი” (1888-1889), „ქუჩი” (1892), „მთანი მაღალნი” (1895) და სხვ;

დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი” (1894); იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს „ლაშარობა” (1888), „ფშავლები”– „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” (1896) და სხვ.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს თბილისში.  დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge