png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მეცნიერები მზად არიან მამონტების პოპულაცია აღადგინონ

  • ეს საინტერესოა
  • 14.09.2021
  • 21:12
მეცნიერები მზად არიან მამონტების პოპულაცია აღადგინონ

კომპანია Colossal-მა, რომელიც ბიოლოგიისა და გენეტისკის სფეროში მუშაობს, წარადგინა გეგმა ზოგირთი გადაშენებული ცხოველის სახეობების აღსადგენად . კომპანია მზად არის ესსამუშაო მამონტებით დაიწყოს. იუწყება CNBC. Colossal-ის მეცნიერების შეფასებით, მამონტების პოპულაციის აღდგენა არქტიკას გადაარჩენს, აღადგენს დარღვეულ ეკოსისტემას და შეანელებს კლიმატის ცვლილებებს. პირველი მამონტი, სავარაუდოდ, 6 წლის შემდეგ გამოჩნდება.

კომპანია Colossal-ი ბიზნესმენმა ბენ ლემმა ცნობილ მეცნიერ-გენეტიკოს და მოლეკულურ ინჟინერ, ჰარვარდის მედიცინის სკოლის გენეტიკის პროფესორ ჯორჯ ჩერჩთან ერთად შექმნა. მას სინთეტიკური ბიოლოგიის მამასაც უწოდებენ. პროფესორის გუნდმა უკვე ჩაატარა მამონტის გენების აზიური სპილოს კანის უჯრედების დნმ-თან შეერთების ექსპერიმენტები, რაც წარმატებით დასრულდა. კომპანიაში განზრახული აქვთ გააღრმავონ ეს კვლევები და სურთ გამოიყვანონ სპილოსა და მამონტის ჰიბრიდი ლაბორატორიულ პირობებში.

როგორც ჯორჯ ჩერჩმა CNBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, აზიურ სპილოს გადაშენება ემუქრება, ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს ერთდროულად ისიც გადაარჩინონ. „ამ სახეობას ემუქრება ორი რამ. პირველი - ეს არის ჰერპესის ვირუსი, მეორე - ადამიანთან სიახლოვე.

ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვასწოროთ ეს ორი ხარვეზი და ამ სახეობას ახალი ადგილსამყოფელი მივცეთ. იქ, სადაც უდიდესი სივრცეა და ხალხი ფაქტობრივად, არ არის. ასეთია კანადის ჩრდილოეთ რაიონები, ალასკა და ციმბირი“, - განაცხადა პროფესორმა. გენეტიკურად მოდიფიცირებული აზიური სპილო მიიღებს ჰერპესის ვირუსისადმი რეზისტენტულობას და შეძლებს დაბალი ტემპერატურის გადატანას. სახეობები, რომლებსაც მეცნიერები ლაბორატორიებში გამოიყვანენ, ისეთივე გარეგნობის იქნებიან და ისევე მოიქცევიან, როგორც ბეწვიანი მამონტები.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულმა პროექტმა ინვესტორების დახმარება - 15 მლნ დოლარი მიიღო. პირველ ინვესტორთა შორის მილიარდერი საინვესტიციო კომპანია Tulco-ს დამფუნებელი ტომას ტალი და კომპანია Draper Associates, Winklevoss Capital-ის მოტივაციური სპიკერი ენტონი რობინსი არიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge