png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აზერბაიჯანს ძალიან ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში - ილჰამ ალიევი

  • პოლიტიკა
  • 29.09.2021
  • 17:38
აზერბაიჯანს ძალიან ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში - ილჰამ ალიევი

როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში, გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას-ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა ჩამოყალიბდა, მიმდინარე პროექტები კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. წელს ეს თქვენი მეორე ვიზიტია.ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია.

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები დაშესაძლებლობები.

ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც.

გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ საგრძნობი პროგრესი გვაქვს ეკონომიკის და სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა.

ვულოცავთ და, როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას.

დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!“-განაცხადა ილჰამ ალიევმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge