png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავენ

  • პოლიტიკა
  • 29.09.2021
  • 18:35
ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავენ

არალეგალური ბინადრობისა და თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა სიმრავლის გამო, დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნისთვის, ასევე მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკავშირში დისკუსიები მიმდინარეობს. იუწყება გამოცემა EUobserver-ი.

გამოცემის ცნობით, მათი ინფორმაცია ეყრდნობა ანგარიშს, რომლის შინაარსი ევროკომიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის დასავლეთ ბალკანეთში ვიზიტამდე გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, ევროკავშირში ამ დისკუსიის წამოწყების მოთავეები გერმანია, საფრანგეთი და იტალია არიან.

ანგარიშის თანახმად, გერმანია ყველაზე პრობლემურ ქვეყნებად ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს მიიჩნევს, რადგან მათი მოქალაქეები უცხოელთა კანონის დარღვევის მხრივ ლიდერობენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში, გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის 51-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, ვფიქრობთ, ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში იტალიამ მსგავსი კომენტარები გააკეთა მოლდოვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადამიანებით ვაჭრობის ქსელები, რომლებიც მოქმედებენ "მეზობელი ქვეყნების" მეშვეობით, ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლას.

რომი მოითხოვს, "არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში" გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა მოლდოვასთან.

საფრანგეთი კი უკმაყოფილია ალბანეთითა და საქართველოთი და ჯერჯერობით კვლავ სიფრთხილეს იჩენს სერბეთის მიმართ. ჩეხეთი აცხადებს, რომ კვლავ მაღალია საქართველოდან, მოლდოვასა და უკრაინიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაჩვენებელი.

ბელგიამ 2021 წელს მოლდოვასგან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა "საგანგაშო ზრდად" შეაფასა.

მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლება 2009 წლიდან აქვს. 2010 წელს მათ ალბანეთი და ბოსნია ჰერცეგოვინა შეემატა, 2014 წლიდან მოლდოვა, ხოლო საქართველო და უკრაინა 2017 წლიდან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge