png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება სასაცილო სცენა მათი ოფისის წინ - ზურა ჯაფარიძე ოცნებაზე

  • პოლიტიკა
  • 02.10.2021
  • 18:38
აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება სასაცილო სცენა მათი ოფისის წინ - ზურა ჯაფარიძე ოცნებაზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ შეუძლებელია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დაერქვას იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება დღეს.

ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზომ ნებისმიერი ნომერი 41-ის გარდა.

"არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია, იმას რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება არჩევნების დღეს, დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ, აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება მათი თავდაჯერებული მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ. ამას ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისი წინ, სადაც მორიგ საბავშვო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს. დარჩა ოთხ საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დაიკიდეთ ამინდი, დაიკიდეთ რომ გეზარებათ, ყველაფერი დაიკიდეთ. შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე. აუცილებლად წადით და მიეცით ხმა ვისაც გინდათ, უამრავი პარტიაა, 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა. ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა, ჭაობი უნდა დასრულდეს და ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ ოთხ საათში წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი და როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ შემდეგ ჩვენი შვილები. წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით უკეთესობისკენ ცვლილების შანსს, ერთად დავამთავროთ ეს მარაზმი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge