png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.10.2021
  • 22:13
გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა - ირაკლი ღარიბაშვილი

გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2016- 2020 წლებში მეორე ტურები ოლქების თითქმის ნახევარში, 50-51% -ში დაინიშნა, ახლა კი 30%-ში დაინიშნა, რაც რეალურად გაუმჯობესებული შედეგია.

“მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30% -ში დაინიშნა, ანუ ერთ მესამედში დაინიშნა. მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს მე, ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ, მე ვახსენე წეღან, რომ ღალატი დაახლოებით 7- 8% დაგვიჯდა მეთქი, იქაც რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო და 6-7% დაახლოებით, რაც დაჯდა რეგიონებში, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები ამ 20 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერ გავიდნენ. ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ უკვე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო აი ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა

პირველივე ტურში ყველგან მოგვეგო და დაგვემთავრებინა ყველგან, როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ასე რომ, ამის პროგნოზირება ძალიან მარტივია, ჩვენი ბავშვებიც გააკეთებენ ამის პროგნოზს, ორჯერ ორი ოთხია, რომ 30 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როცა მეორე ტური დაინიშნება, სავარაუდოდ ასე იქნება, ოცივე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს ნაცმოძრაობა. რა თქმა უნდა, არავითარი სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს, იმისთვის, რომ ის არჩევნები, რომელიც გუშინ ხალხმა გააკეთა, ეს არჩევანი გამყარდეს და ბოლომდე მივიდეს ეს საქმე. გუშინ რეალურად ჩვენმა ხალხმა არჩევანი გააკეთა დესტრუქციას, სიცრუეს, არეულობას, ქაოსს, პოლარიზებასა და მეორეს მხრივ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას შორის”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge