png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დღეს თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის რეჟიმის ციხეში ზის. მიშა, ჩემო ძმაო, ჩვენო პრეზიდენტო, ყველა პატრიოტი არის შენს გვერდით - გია ბარამიძე

  • პოლიტიკა
  • 04.10.2021
  • 19:02
დღეს თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის რეჟიმის ციხეში ზის. მიშა, ჩემო ძმაო, ჩვენო პრეზიდენტო, ყველა პატრიოტი არის შენს გვერდით - გია ბარამიძე

დღეს თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის რეჟიმის ციხეში ზის, ეს არის ჩვენი დიდი ტკივილი, დიდი სირცხვილი, რომ საქართველოს ჰყავს ეს მოღალატეთა რეჟიმი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

"მიშა, ჩემო ძმაო, მიშა, ჩვენო ლიდერო, მიშა, ჩვენო პრეზიდენტო, ქართველი ერი, ყველა პატრიოტი არის შენს გვერდით. ნუ ფიქრობს ივანიშვილი, რომ ამ რაოდენობის ხალხით შემოიფარგლებიან მიშას მხარდამჭერები და საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ვართ უმეტესობა. ძალიან ბევრი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა, ქართველები ასეთები არიან, ისეთები არიან, იყიდებიან. არ არის ხალხო ასე... აქ ვდგავართ ყველანი, ვინც იცის იმ სახელმწიფოს ფასი, რასაც აშენებდა მიხეილ სააკაშვილი, რასაც აშენებდა თავის დროზე დავით აღმაშენებელი. დღეს თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის რეჟიმის ციხეში ზის, ეს არის ჩვენი დიდი ტკივილი, დიდი სირცხვილი, რომ საქართველოს ჰყავს ეს მოღალატეთა რეჟიმი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს, რადგან ეს არის ყველა ჩვენი ტრადიციის საწინააღმდეგო. მიუხედავად 200-წლიანი ბატონობისა, მიუხედავად საბჭოთა პერიოდში ტვინის რეცხვის 70-წლიანი პერიოდისა, მიუხედავად საქართველოში ჩაბუდებული რუსული აგენტურისა, რომელიც არის ყველგან, ხელისუფლებაში, პარტიებში, ერსა თუ ბერში, ყველგან, რომლებიც ებრძვიან ჩვენ ქვეყანას და შიგნიდან ხრავენ...ეს მოღალატური პუტინისტური რეჟიმი საქართველოს ჰყოფს და ანაწევრებს. ჩვენ კიდევ, შენი გუნდი, მიშა. ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, ჩვენ გავაერთიანებთ ყველა მოქალაქეს, გავაერთიანებთ ყველა პარტიას, გავაერთიანებთ აქ მცხოვრებს და ემიგრანტს, გავაერთიანებთ მემარცხენეს, მემარჯვენეს და ცენტრისტს, ყველას, ვინც საქართველოს პატრიოტია...შენ ჩამოხვედი და აჩვენე როგორ უნდა სიტყვის კაცობა, როგორ უნდა ვაჟკაცობა, თავდადება, რადგან არანაირი გარანტია არ გქონდა, რომ ეს მამაძაღლები ტყვიას არ გესროდნენ. გაგიმარჯოს მიშა შენ. გაუმარჯოს შენს კაცობას, შენს ადამიანობას, შენს პატრიოტიზმს, მართლა მაგრად გვიყვარხარ“, – განაცხადა ბარამიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge