png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

  • პოლიტიკა
  • 05.10.2021
  • 15:54
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 79 ხმით დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 2021 წლის 3 აგვისტოს ნიკანორ მელიამ წერილობით მიმართა პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შეისწავლა მისი განცხადება, საკომიტეტო მოსმენაზე იმსჯელეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"მისი გუნდის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ წუხდნენ ნიკანორ მელიას მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირების გამო. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ კომიტეტის დასკვნა", -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ნიკა მელიას განცხადებასთან ერთად კიდევ 50 დეპუტატის განცხადება იყო ასეთი და არცერთი არ დაკმაყოფილდა პარლამენტის მხრიდან.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცედურა რეგლამენტით არის გაწერილი და ნიკანორ მელიას განცხადების დაკმაყოფილების საკითხის განხილვა ზუსტად ჯდება რეგლამენტის მუხლებით მითითებულ ვადებში.

"ჩვენ გადაწყვეტილებები მივიღეთ პოლიტიკური კონტექსტიდან გამიჯნულად. პარლამენტისთვის თქვენგან საბოტაჟის გამოცხადების პერიოდში კომიტეტმა ყველა იმ დეპუტატზე დადო ზუსტად ანალოგიური დასკვნა. პარლამენტის გადასაწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ამ საკითხს. წინა შემთხვევაში რატომაც არ დააკმაყოფილა ეს განცხადებები, კარგად მოგეხსენებათ - ჩვენ არ გვინდოდა საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ხელს აწერდა შარლ მიშელის დოკუმენტს და ასი დღის შემდეგ უარს ამბობს პარლამენტის წევრობაზე და იმ ადამიანის კარნახით, რომელიც დღეს საპყრობილეში იმყოფება და რევოლუციური სცენარების განვითარებით მუდმივად არის დაკავებული. გვინდოდა დავრჩენილიყავით საპარლამენტო დემოკრატიის ერთგულნი და საერთაშორისო პარტნიორების იმ თანამშრომლობის სულისკვეთებით, რითაც ჩვენ ეს მედიაცია ამ ხნის განმავლობაში მოვიტანეთ აქამდე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება პარლამენტში თავად წარადგინა. მელიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge