png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 06.10.2021
  • 16:20
რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - თაკო ჩარკვიანი

გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, -  ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას.

"არ გამოვირჩევი ინფორმაციის სროლით ეთერში. უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. მივმართავ ყველა აკრედიტებულ ელჩს, დიპლომატიურ კორპუსს, სენატორებს, ევროპარლამენტარ კუბილიუსს, ამერიკის, უნგრეთის, ბრიტანეთის ელჩებს. მივმართავ ისრაელის ელჩს, ნატო-ს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში. უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული, ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე.  მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს თუ თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ უკვე რა მზადდება საქართველოში.

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც დეპუტატის, აქ დგას „საერთო-სახალხო მოძრაობა“, რომელიც ორ დღეში მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ დღეს და ხვალ არის უმძიმესი ინფორმაცია. მე იშვიათად ვიცი ხოლმე და ინფორმაციას არ გავცემ ეთერში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ არის. პირველი ინფორმაცია მქონდა, როდესაც საქართველოს ანექსიის შესახებ მივიღე ინფორმაცია და დაიწყო მართლაც „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე მუშაობა. დღევანდელი ჩემი უმძიმესი ინფორმაციით, ჩაფიქრებულია განადგურება მორალური, ფიზიკური მიხეილ სააკაშვილის. უმორჩილესად გთხოვთ, მოინახულოთ, შეიკრიბოთ, დიპლომატები ჩაერთონ, მას დიდი მეგობრობა ჰქონდა პრეზიდენტ ბუშთან და არამხოლოდ, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, ყველასთან. გთხოვთ, თქვენი მეგობარი საქართველო ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია. განსაცდელი საქართველოსთვის არის ის, რომ მორალურად უნდა წელში გადატეხვა ყოფილი პრეზიდენტის და კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი არის ის სიჩუმე, რომელიც მოსალოდნელი იქნება საქართველოში და რომელიც აუცილებლად ანექსიას მოიტანს. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. მსოფლიო, გთხოვთ, დადექით  კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge