png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბათუმში საქართველო - საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება, ხოლო ფეხბურთელები შავი სამკლაურით იასპარეზებენ

  • სპორტი
  • 09.10.2021
  • 15:42
ბათუმში საქართველო - საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება, ხოლო ფეხბურთელები შავი სამკლაურით იასპარეზებენ

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველო - საბერძნეთის მატჩზე, ფეხბურთელები შავი სამკლაურით იასპარეზებენ. ამის შესახე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

ფედერაციის ინფორმაციით, ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს!", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge