png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მსოფლიო ბანკი: 2014 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია ბოლო 18 წლის განმავლობაში

  • პოლიტიკა
  • 28.09.2015
  • 13:30
მსოფლიო ბანკი: 2014 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია ბოლო 18 წლის განმავლობაში

მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება.

კვლევის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2014 წელს 71,6%-ია და ეს საუკეთესო მონაცემია ბოლო 18 წლის განმავლობაში. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 69.9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო 149 ქვეყანას უსწრებს წინ, მათ შორის, იტალიას, საბერძნეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთს, რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას, არგენტინას, მექსიკას, ჩინეთსა და ინდოეთს. |

მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაა, რასაც საქართველოში იუსტიციის სახლები და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს.

მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებულ ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge