png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დადასტურდა, რომ პლატფორმა 20/20 დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით - გივი მიქანაძე

  • პოლიტიკა
  • 22.10.2021
  • 14:27
დადასტურდა, რომ პლატფორმა 20/20 დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით - გივი მიქანაძე

დადასტურდა, რომ ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადესკრიდიტირებელი კამპანიის წარმოებით, ისინი არიან პირდაპირ დაკავშირებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ უნდა წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“.

„გვსურს, საზოგადოების ყურადღება კვლავაც გავამახვილოთ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგი წარვუდგინეთ ინფორმაცია პირველი ტურის წინ, კერძოდ 9 და 29 სექტემბერს, რომლის საფუძველზე საჯარო წყაროებით მხილებულ იქნა 20 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც დარეგისტრირდა ცესკოს მიერ. ამ ორგანიზაციათაგან 15 აფილირებული არის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, სამი – „ევროპულ საქართველოსთან“, ხოლო ორი – პარტია „საქართველოსთვის“. აღნიშნული ბრიფინგების შემდეგ, რიგმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი დისკრედიტაცია და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ერთ-ერთი ვინც მსგავსი განცხადებებით გამოირჩეოდა, გახლდათ ვასილ ურუშაძე, პლატფორმა 20/20-ის ხელმძღვანელი.

ორიოდე დღის წინ, კი მთელი საზოგადოება გახდა მოწმე, როგორ წარადგინა ვასილ ურუშაძე ნიკანორ მელიამ თავის გუნდის წევრად და თბილისის მერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად. ამით დადასტურდა, რომ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადესკრიდიტირებელი კამპანიის წარმოებით, ისინი არიან პირდაპირ დაკავშირებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

არაერთხელ საჯაროდ მოვითხოვეთ, რომ ჩვენ მიერ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს განეხორციელებინათ დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება, რაც დღემდე მათ არ განუხორციელებიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიების გუნდის წევრად, მოვითხოვთ პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურდა პლატფორმა 20/20-ის კავშირი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაძლოა, მათი საქმიანობა განხილული იყოს როგორც უკანონო შემოწირულობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით“, – განაცხადა მიქანაძემ.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge