png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შეხედეთ ღარიბაშვილის რიტორიკას, დღესაც გამოჩნდება სადმე, შეიძლება, პარალელურად კვლავ ილანძღება და ითათხება. უკეთესს ვერ ვინატრებდი - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 24.10.2021
  • 13:51
შეხედეთ ღარიბაშვილის რიტორიკას, დღესაც გამოჩნდება სადმე, შეიძლება, პარალელურად კვლავ ილანძღება და ითათხება. უკეთესს ვერ ვინატრებდი - ნიკა მელია

ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, პროგრესზე, მაგრამ ხედავენ, რომ ჩვენ არ ვეგებით მათ პროვოკაციებს, ეს ყველაფერი მათ კიდევ უფრო ანერვიულებთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, ოპოზიცია მორევში ჩაითრიოს.

„კვლავ ცდილობენ, ჩაგვითრიონ ამ მორევში. კვლავ ცდილობენ, ჩაგვითრიონ ამ მორევში. ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, პროგრესზე, მაგრამ ხედავენ, რომ ჩვენ არ ვეგებით მათ პროვოკაციებს, ეს ყველაფერი მათ კიდევ უფრო ანერვიულებთ. შეხედეთ ბატონი ღარიბაშვილის რიტორიკას, დღესაც გამოჩნდება ალბათ სადმე, შეიძლება, პარალელურად კვლავ ილანძღება და ითათხება. უკეთეს ვერ ვინატრებდი. ბატონ ღარიბაშვილს მადლობა ეთქმის დღესაც, გუშინ ხომ ვუთხარი, დღესაც მადლობა ეთქმის, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად სჭირდება მხარდაჭერა დარჩენილ ექვს დღეში და ბატონი ღარიბაშვილი ამას ასრულებს. გამაოგნებელია ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მაგრამ ენით აღუწერელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ელჩები, უცხოელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან შოკში. ამას საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურ გასამართ უცხოელთან შეხვედრაზე თავს იწონებს დემოკრატიის ხარისხით. ამ დროს იგივე ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შეუძლებელია და არჩევითობა თურმე გულისხმობს, რომ ერთი ფერი უნდა იგებდეს ყველგან. ორმოში ადამიანი რომ ვარდება ღრმად, რაც უფრო მეტად თხრის, ის ორმო ღრმავდება და ამ მდგომარეობაშია ბატონი ღარიბაშვილი“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge