png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად - ბორელი

  • მსოფლიო
  • 09.12.2021
  • 20:26
ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს  გამოიყენებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების საკითხი. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, განვიხილავთ უკრაინის სიმტკიცის გაძლიერების გზას“, - განაცხადა ბორელიმ.

უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება იქნება მსჯელობის საგანი 13 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებისა და მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, დასავლეთის განცხადებები რუსული აგრესიის შესახებ გამოიყენება საბაბად იმისთვის, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ტექნიკის ფართომასშტაბიანი მობილიზება მოხდეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge