png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლონდონის სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის მოთხოვნა ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის შესახებ

  • მსოფლიო
  • 10.12.2021
  • 17:14
ლონდონის სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის მოთხოვნა ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის შესახებ

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის ხელისუფლების აპელაცია WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის შესახებ.

2021 წლის იანვარში ვესტმინსტერის სასამართლომ აშშ-ს ასანჟის გადაცემაზე უარი უთხრა და მიუთითა, რომ შიშობდა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს კი სასამართლომ მიიჩნია, რომ ამერიკის მხარის გარანტიები საკმარისია იმისთვის, რომ ასანჟის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება და არც თვითმკვლელობის რისკი არსებობს. იუწყება ВВС.

ამჟამად, ასანჟი ლონდონში, ბელმარშის ციხეში იმყოფება. მანამდე ის შვიდი წლის განმავლობაში თავს აფარებდა ლონდონში ეკვადორის საელჩოს, რათა შვედეთის ან აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე არ დაეკავებინათ. 2019 წლის აპრილში ეკვადორის ხელისუფლებამ ბრიტანეთის პოლიციას უფლება მისცა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესულიყო და ასანჟი დაეკავებინა. იმავე წლის მაისში ბრიტანეთის სასამართლომ მას 2012 წელს სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო 50-კვირიანის პატიმრობა მიუსაჯა. ვადის ამოწურის შემდეგ ის ციხეში დატოვეს აშშ-ში ექსტარდიციის საკითხს გადაწყვეტამდე.

2019 წლის აპრილში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2010-2011 წლებში WikiLeaks-ის დამფუძნებელს შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანს  წარმოადგენდა სამთავრობო კომპიუტერული ქსელის გატეხვა საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გავრცელების მიზნით. მოგვიანებით აშშ-ის ხელისუფლებამ ასანჟი კიდევ 17 პუნქტში დაადანაშაულა.

შვედეთში ასანჟის მიმართ 2010 წელს აღიძრა საქმე გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროვების ბრალდებით. ასანჟი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული ედო. საქმის გამოძიება 2017 წელს შეწყდა, შემდეგ კი 2019 წლის გაზაფხულზე განახლდა და იმავე წლის ნოემბერში ისევ დაიხურა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge