png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ახალი კალედონია რეფერენდუმის შედეგად საფრანგეთის ტერიტორიად რჩება - მაკრონი

  • მსოფლიო
  • 12.12.2021
  • 18:22
ახალი კალედონია რეფერენდუმის შედეგად საფრანგეთის ტერიტორიად რჩება - მაკრონი

ახალი კალედონია საფრანგეთის ტერიტორიად დარჩება, -  ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მესამე რეფრენდუმის შედეგების მიხედვით განაცხადა. რეფერენდუმზე არქიპელაგის მოსახლეობის უმეტესობამ დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა რეფრენდუმის მონაწილეთა 96.48 პროცენტმა მისცა.

 „12 დეკემბერს ახალი კალედონიის მოსახლოებას თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მესამედ მიეცა. 2018 წლის 4 ნოემბრისა და 2020 წლის 4 ოქტომბრის რეფერენდუმების შემდეგ ახალი კალედონიის მოსახლეობის უმეტესობამ, ძალიან დაბალი აქტივობის ფოზნე ხმა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა“, - განაცხადა მაკრონმა.

წინა ორი რეფერენდუმი ახალ კალედონიაში 2018 და 2020 წელს გაიმართა. 2018 წელს გამართულ რეფერენდუმში დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 56.7%-მა მისცა, 2020 წელს - 53.26%.

ახალი კალედონია, რომლის კოლონიზება საფრანგეთმა 1853 წელს მოახდინა, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა და მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში.

წლების განმავლობაში კუნძულზე მწვავე ეთნიკური დაძაბულობა, სოციალური და ეკონომიკური სირთულეები, აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს.

დამოუკიდებლობის სამი რეფერენდუმის ჩატარება გათვალისწინებულია 1998 წლის ნუმეას შეთანხმებით, რომელიც არეგულირებს დეკოლონიზაციის პროცესს და ახალი კალედონიის სტატუსის შესაძლო ცვლილებას. ამ ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო სიტუაციის ნორმალიზებას არქიპელაგში, სადაც 1980-იან წლებში მელანეზიის მკვიდრი მოსახლეობა აწარმოებდა შეიარაღებულ ბრძოლას საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge