png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებს და მონაწილეებს უმასპინძლა

  • კულტურა
  • 13.12.2021
  • 23:23
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებს და მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებს და მონაწილეებს  უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კინოფესტივალის ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისა და ფესტივალის ჩატარებისათვის.

,,ძალიან კარგის ნიშანია, ის რომ ეს ფესტივალი უკვე 22 წელი ტარდება, ცოცხლობს და წელსაც ასე წარმატებულად გაიმართა.

კინომ ძალიან მძიმე დღეები გაიარა, პანდემიამ დააზარალა კინო და დააზარალა მაყურებელი. არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში მომუშავენი - მსახიობები და რეჟისორები, არამედ მაყურებლებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება კინოდარბაზიდან ეყურებინათ ფილმებისთვის და ამ კუთხით, ამ ფესტივალის ჩატარებამ ეს ნაკლი ერთგვარად შეავსო.

ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა შეინარჩუნა საერთაშორისო ხასიათი.

ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული კინოსთვის ის, რომ თბილისი მედია ხელოვნების მიმართულებით UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა და იუნესკოსგან მივიღეთ კრეატიული ქალაქის სახელი. ეს ფესტივალი ჯდება იმ სიახლეში.

ეს ერთგვარად არის იმის აღიარება, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ კინოს ქვეყანა, მაგრამ მუდამ უნდა ვამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ ვიყავით, არამედ ვართ და ვიქნებით ერთ-ერთი წარმოჩენილი კინოს ქვეყანა. ფესტივალის ჩატარებამ მოგვცა იმის განახლებული სურვილი, რომ ამ დარგში კიდევ უფრო მეტი მოხდეს და წინ წავიწიოთ.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ და შევუერთდეთ, გვინდა, რომ როგორც ევროპაში საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო, არსებობდეს არა მხოლოდ ის კომერციალური ნაწილი, რომელიც აუცილებელია და ამ ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, არამედ მუნიციპალიტეტმაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში.

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევინარჩუნოთ ისტორიული სახე - თეატრები, რომლებიც ჩვენი კინოისტორიის ნაწილია, ანუ აპოლოს თეატრი, რუსთაველის თეატრი, კინოსახლი, ეს სამივე რაღაცნაირად აღდგეს, გაცოცხლდეს, დაუბრუნდეს კინოს, გახდეს ჩვენი ნიშა.

ჩვენს დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს, რომლებსაც გაგონილი აქვთ ქართული კინოს შესახებ, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აქ ადგილზე და დარბაზში ნახონ ქართული კინო.

ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფად წავიდეთ წინ, რომ ჩვენი კინოს ორგანიზაცია ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს ერთ კინო ორგანიზაციად. მინდა, რომ იყოს ერთი ცენტრი, რომელსაც უნდა მიეცეს მეტი საშუალებები; ერთი ცენტრი, სადაც ყველა იქნება; ერთი ადგილი, საიდანაც კოორდინაცია მოხდება და რომელიც იქნება წამყვანი ქართული კინოს გაცოცხლების საქმეში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს, ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ფესტივალის დაარსების დღიდან მისი მხარდაჭერასა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge